|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს "აფხაზეთობა" აღინიშნება

დღეს "აფხაზეთობა" აღინიშნება. სვიმონ კანანელის ხსენების დღე, 23 მაისი,  ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით "აფხაზეთობის"დღედ დაწესდა.

ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მამები საზეიმო წირვას ენგურის ხიდზე გამართავენ. მათ სვიმონ კანანელის  პატივსაგებად ფეხით მსვლელობა გამართეს. 

 როგორც მამა დავითმა "ნიუპრესს" განუცხადა, უკვე ჩატარდა წირვა რუხის ტაძარში, რომელიც არის ბოლო ტაძარი  მათ მიერ განვლილი გზაზე.

 საზეიმო წირვა ენგურის ხიდზე 12 სააათზე დაიწყება. წაიკითხება  პატრიარქის კურთხევით შექმნილი საგანგებო  ლოცვა, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვისა და ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებისათვის.  

"ჩვენ მოციქულს ვთხოვთ, რომ მან დაამყაროს მშვიდობა, ის პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული აღდგინოს, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვქონდა.  დღეს არავინაა გახარებული, არც ქართველი, არც ოსი და არც აფხაზი. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“,- აცხადებს მამა დავითი.

მამა სასულიერო პირები  თბილისიდან 3 მაისს გამოემართნენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე