დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, საქართველოში ვაქცინა შემოვიდა - ტიკარაძე
დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ხელმისაწვდომია 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.
"დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის"-განაცხადა ტიკარაძემ.
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. მათივერ ინფორმაციით, მოსახლეობის მასობრივი აცრა შესაძლებელი ზაფხულიდან იქნება.
ავტორი: ნიუპრესი