|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს იმერეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოვლენილი შემთხვევებიდან იმერეთში 302 დაფიქსირდა.

"დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28", -ბერდია სიჭინავამ.

 მისივე ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა. ხოლო პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს.

ავტორი: ნიუპრესი