დღეს მასიური ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ - თამარ გაბუნია
დღეს მასიური ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
მისივე თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული.
“დღეს მასიური ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლდ შეუძლია დარეგისტრირდეს. დილის მდგომარეობით, “სინოფარმის” ვაქცინაზე უკვე 20 000 ჯავშანია დარეგისტრირებული. გააქტიურებულია 15-22 ის ცხელი ხაზი.
ასევე გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი - 144 3, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში შეეძლებათ დარეკვა“, - განაცხადა გავუნიამ.
ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი