|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი დღეს განახლებულ მთავრობას დაამტკიცებს

სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება. 

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება.

ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია. 


ავტორი: ნიუპრესი