|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელ მაისს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქციას გამართავს

1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქციას გამართავს.

აქცია 15 საათზე სახელმწიფო კანცერალიასთან გაიმართება, მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირების წარმომადგენლები მიიღებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე გააჟღერებენ შრომის უფლებების დაცვისა და  სამართლიანი თანაცხოვრების მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ უკრაინელ მოქალაქეებს.

ჯერ კიდევ არ არის შექმნილი შრომითი სასამართლოები, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია, არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა, მამაკაცის ხელფასი ქალისას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შრომის დაფასება არათანაბარია. დასაქმებულები არ არიან ღირსეული შრომის პირობებითა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფილნი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ბრძოლა იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, უმნიშვნლოვანესია.

ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი და-ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენთან, საქართველოშიც არიან.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, არამალფუჭებადი თითო ნივთი მოიტანოს 15:00 საათზე, 1-ელ მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან“ ,- განაცხადა პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფესიული კავშირების გაერთიანება აქციაზე სხვა მოთხოვნებთან ერთად კიდევ ერთხელ გააჟღერებს 1-ელ მაისის დასვენების დღედ გამოცხადების მოთხოვნას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა