|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს აქცია “ერთად ევროპისკენ” გაიმართება

დღეს, თბილისში,  რესპუბლიკის მოედანზე, აქცია “ერთად ევროპისკენ” გაიმართება, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან.

“საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, შევუერთდეთ ევროპულ მძლავ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელისმოწერით ვადასტურებთ. კვირას, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს, პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით. ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს. ვიწვევთ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნის”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა