დღეს "თეთრ ხიდზე" ქალაქ ბუჩაში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ
ქუთაისში, თეთრ ხიდზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულებს სანთლებითა და ყვავილებით პატივს მიაგებენ.
ხსოვნის აქციაზე შეკრებილები რუსების მიერ მოწყობილ გენოციდს დაგმობენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
"არა გენოციდს!" "არა ძალადობას!" - ამ სახელწოდებით აქცია "ნაციონალური მოძრაობის"ორგანიზებით ქუთაისის გარდა რამდენიმე ქალაქში გაიმართება - თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, ბათუმში - ერას მოედანზე, ანაკლიაში კი ანაკლიის ხიდზე.
აქციები 20:00 საათზე დაიწყება.
ამ დროის მონაცემებით, ბუჩაში 410 მშვიდობიანი ადამიანია დაღუპული, მათ შორის უმეტესობას ძალადობის და წამების კვალი ეტყობა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა