|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს „ტორპედოს“ თამაშის ჩვენება ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება

ერთად ვუგულშემატკივროთ ქუთაისის საფეხბურთო კლუბს - ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ქუთაისის „ტორპედოს“ თამაშის ჩვენება ღია ცის ქვეშ, ასსაფეხურიან კიბეებთან შედგება

დღეს 25 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსის „ომონიასთან“ გამართავს.

შედვედრა ნიქოზიაში შედგება. GSP STADIUM - დან პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიან კიბესთან, 20:30 საათზე, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მოეწყობა“, - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 

 კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „ტორპედოს“  მეტოქე სუმგაიტისა (აზერბაიჯანი) და ფეჰერვარს (უნგრეთი) შორის გამარჯვებული იქნება. 

ავტორი: ნიუპრესი