დროებით გადახურვაზე გათბობის სისტემის მონტაჟი - რა სამუშაოები მიმდინარეობს გელათში
გელათის დროებით გადახურვაზე გათბობის სისტემის მონტაჟი დაიწყეს, - ამის შესახებ „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბარათაშვილი მიუთითებს, სამუშაოები უწყებამ დეკემბრის ბოლოს დაიწყო.
„დროებით გადახურვაზე, რომელიც მომწყობთა შეფასებით უნიკალურია, დაიწყეს გათბობის სისტემის მონტაჟი, რაც იმის სრული დასტურია, რასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვამბობთ.
ჰაერგაუმტარმა (PCV) მასალამ სერიოზული პრობლემები გამოკვეთა და ეს გადაწყვეტილება, როგორც უმარავი სხვა, გამოკვეთილ პრობლემებზე რეაგირებაა და არა პრევენცია- მეცნიერული გათვლა და გეგმიური ნაბიჯი.
ესეც პროცესის არათანმიმდევრულ, სუსტ მართვაზე მიუთუთებს, რაზეც იკომოსიც აღნიშნავდა დასკვნაში.
რაც შეეხება კონკრეტულად სამუშაოს, რასაც ახლა გელათში ვხედავთ:
ამონტაჟებენ გამათბობლებს (BV400), რომელმაც ჰაერის თბილი ნაკადი შენობის ფასადსა და კონსტრუქციაზე მოწყობილ ტენტს შორის უნდა გაანაწილოს.
რისკები:
PVC ფირის ჰერმეტულობა ქმნის თერმული ჯიბეების და მიკროკლიმატის დესტაბილიზაციის სერიოზულ რისკს, განსაკუთრებით გუმბათის ზონაში, სადაც სივრცე შეხღუდულია.
ვინტილაციის, ღიობების გარეშე უკუეფექტი გარდაუვალია, რადგან:
გადახურვაზე გამოყენებული ფირი: არ სუნთქავს, არ ატარებს ორთქლს, არ აქვს ზემოთ აშკარა გამწოვი ღიობები.
შესაბამისად: სითბო შედის სწრაფად, გამოდის ნელა. გათიშვის შემდეგ იწყება უკუქცევითი კონდენსაცია. ყველასთვის გასაგებია, რომ ჰაერი თბება, ძალიან სწრაფად, ქვა თბება ნელა. შედეგად:
ზედაპირი და ჰაერი სხვადასხვა ტემპერატურაზეა. წარმოიქმნება თერმული დაძაბულობა მიკრონულ დონეზე. გრძელ ვადაში ეს არის ბზარების, მარილების მიგრაციის და პიგმენტის დაზიანების საფუძველი.
იგივე პრობლემაზე ზაფხულის პერიოდშიც ვსაუბრობდით, რადგან განსაკუთრებით თერმულ ჯიბეზე (გუმბათის სახურავში) ვენტილაცია არ ხდებოდა.
ზოგადად ვენტილაციის სისტემა უნიკალურად შეფასებულ ამ პროექტს საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული, რაც კატასტროფაა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ კითხვებს მხოლოდ ზოგადად პრობლემის ტოტალურად უარყოფით და თავდასხმებით პასუხობენ, ისინი მაინც დასასმელია:
არის თუ არა სიმძლავრე ლიმიტირებული და დოკუმენტურად გაწერილი?
რა მეთოდით მოხდება მართვის მკაცრი კონტროლი?
რა ინტენსივობით გამოიყენებენ ამ სარისკო ელემენტს?
სად ტოვებს სისტემას ზედა ზონაში დაგროვილი თბილი და ტენიანი ჰაერი?
ჩემს მიერ აღებული მონაცემებით გუშინ, როცა ინტერიერში 9 °c იყო, გარე ტემპერატურა 13 °c დაფიქსირდა.
ფრესკაზე თერმული სტრესის თავიდან ასაცილებლად, როგორ აპირებენ ინტერიერში ტემპერატურული ბალანსის მიღწევას?
რამ განაპირობა ფორსირებულად ამ პროცესის წარმოება უკვე დამდგარი ზამთრის პირობებში?
ბოლო შეკითხვა რიტორიკულია და პასუხი ცხადი!“, - წერს ბარათაშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი:



21:02
12:25
16:44
10:53
16:34
















