|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ქუთაისის მერიის მიერ დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.  განმეორებით გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, ამჯერად მერია დროშის დგარის მოწყობას ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ გეგმავს. 

ანალოგიური ტენდერი, რომელიც იმავე თანხის სანაცვლოდ დროშის დგარის მოწყობას ნიკეას ქუჩაზე ითვალისწინებდა, მერიამ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირების შემდეგ ტენდერი შეწყდა. ადგილობრივების  გულისწყრომა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დროშის დგარისათვის სოლიდური თანხების ხარჯვის მიზანშეუწონლობას უკავშირდებოდა. 

როგორც  მაშინ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუმარტეს, პროექტის ღირებულება დროშის დგარისათვის  განკუთვნილი მეტალის ხარისხს უკავშირდებოდა.  დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის, უჟანგავი მეტალისაგან უნდა დამზადდეს. მერიის  ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განმარტებით, პროექტი  შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" მოამზადა და მანვე განსაზღვრა პროექტის ღირებულება.  

 ამჯერად ტენდერი ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობის მსურველი არ დაფიქსირდა. წინადადებების მიღების ვადა 27 ივლისს ამოიწურა. ტენდერი,  სავარაუდოდ, განმეორებით გამოცხადდება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა