|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომელ დარგებში იზრდება ხელფასი - „საქსტატის“ მონაცემენი

2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);

მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%).

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 2,553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1,122 ლარის ოდენობით.

 

ავტორი: