ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ” ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა აღიარა
რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებულმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ" რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა". შესაბამისი ბრძანება დღეს "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა გამოსცა.
"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, - ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის ე.წ. "ბრძანებაში".
"აღიარებასთან" ერთად, ე.წ. "დამოუკიდებელმა" სუბიექტებმა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობებიც დაამყარეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა