|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ებრაელი ბიზნესმენი ქუთაისის ციხეს არასათანადო მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს

 იგორ ასკაროვი, ებრაელი ბიზნესმენი, ქუთაისის ციხის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ. ბიზნესმენი ქუთაისის ციხეში ორი თვეა შიმშილობს. 

ასევე, მისი თქმით, მას ლოცვის საშუალებასაც არ აძლევენ, რის გამოც, ციხეს რელიგიური გრძნობების შელახვაში ადანაშაულებენ.  

"თავბრუს ხვევები ჰქონდა, მეუბნებოდა რომ უკვე ვერ ვაზროვნებო, რთულ წინადადებას ვერ ვიმახსოვრებო, არ ვიცი რანაირად ვიქნებიო. უკვე ორი თვეა შიმშილობს, ვარ წყალზე, რძეზე ვიყავი და მერე მითხრეს, რომ მანქანა გაფუჭდაო და ვერ შემოიტანეს რძე ციხეშიო, ძალიან სუსტადაა, რამდენ ხანს გაძლებს ასე", - ამბობს ნათესავი.

იგორ ასკაროვი სამკურნალოდ სამშობლოში გადაყვანას ითხოვს. 

ბრალდებებთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა