ედიტ პიაფის ცხოვრების ბოლო წლები მესხიშვილის თეატრში
ბათუმის ილია ჭავჭავაძისა და მესხიშვილის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „ედიტ პიაფი“ პრემიერა მესხიშვილის თეატრში გაიმართა.
სპექტაკლში ფრანგი მომღერლის ედიტ პიაფის ცხოვრების ბოლო წლებია ნაჩვენები. პიაფის როლს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე ასრულებდა. ედიტის მამის როლი კი მესხიშვილის თეატრის მსახიობმა, აბელ სოსელიამ შეასრულა.
როგორც სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ განაცხადა, ეს მისი საოცნებო სპექტაკლი იყო.
“ეს იყო ჩემი საოცნებო სპექტაკლი და თუ მაყურებლის რეაქციებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მათაც მოეწონათ და ამდენი ხნის შრომამ შედეგი გამოიღო“-განაცხადა სიხარულიძემ.
სპექტაკლის პირველი საპრემიერო ჩვენება ბათუმში გაიმართა. ქუთაისელი მაყურებელი მის ნახვას ისევ შეძლებს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არაა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე