ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გაათავისუფლეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს ფა გადი აქედანო, უთხრეს“, - წერს გვარამია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია გუშინ აქციაზე დააკავეს, როგგორც პოლიტიკოსმა ქალმა განაცხადა, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს, რაც ადამიანის ღირსების შელახვის მეთოდია.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 58.82%
არა - 41.18%
არ ვიცი - 0%
სულ - 17 ხმა