|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს მთავრობა დაასუფსიდირებს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს მთავრობა დაასუფსიდირებს. 

მისი თქმით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

"საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

 შეგახსენებთ, მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს დღეს დაადგენს.

ავტორი: ნიუპრესი