|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის საფასური იზრდება

ელექტროენერგიის საფასურის ზრდის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ენერგოპრო ჯორჯიის ოფიციალური წარმომადგენლობა.  კომპანიის გენერალური დირექტორის, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ელექტროენერგიის საფასურის ზრდა გარდაუვალია.  რაც შეეხება კონკრეტულ ტარიფს, ეს მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს. 

 

,,თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომრაგების საკითხი, ამით კი, პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ. ბოლო კვირეებია, გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური.  სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

 

ავტორი: ნიუპრესი