|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდება

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ა.შ.) იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდება- აღნიშნული კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით, კომისიის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, კახაბერ კუჭავას თქმით, წარმოდგენილი პროექტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-მუხლის 1 პუნქტს დაემატება ახალი „ჯ1“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ა.შ.) იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდება.

მომხსენებლის თქმით, გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

ავტორი: ნიუპრესი