ელისო ბოლქვაძის კონცერტიდან შემოსული თანხა 8 წლის გოგონას გადაეცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე სოციალურად დაუცველ შშმ პირს, 8 წლის მარიამ სოხაძეს, სახლში ესტუმრნენ და 4 300 ლარი გადასცეს.
აღნიშნული თანხა "გვირილობა 2016" – ის ფარგლებში გამართული ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტიდან შემოვიდა. შეგროვილი ფულით მარიამის მკურნალობის ხარჯები დაიფარება.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის სოციალური აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
















