|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ომიკრონის ქვეშტამებს - BA4 და BA5 უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. 5 ივლისის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2 500-ს გადააჭარბა.

სპეციალისტების თქმით,  ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა  ახალი შტამების ცირკულირებას უკავშირდება.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა ბოლო კვირების განმავლობაში. მოიმატა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ცირკულირებს ომიკრონის ახალი ქვეშტამები BA4 და BA5.  ეს  ხასიათდება ბევრად უფრო სწრაფი გადამდებლობით და მაღალი ჰოსპიტალიზაციით, ვიდრე ეს იყო გასული კვირების შემთხვევებში", - განაცხადა ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა