|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექიმები-ვირუსოლოგები: “აუხსენით ხალხს, რომ ნიღბების ტარება ქუჩაში მავნებელია!”

 “არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარება რაიმე პოტენციურ უპირატესობას შეიცავს. სინამდვილეში, პირიქით, არსებობს საპირისპირო მტკიცებულებები ნიღბების არასწორ გამოყენებასთან და არასწორ ტარებასთან დაკავშირებით”- აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.

 

“ჯანმოს” ეპიდემიოლოგი, დოქტორი მარია ვან კერკჰოვე კი აღნიშნავს, რომ ნიღბები უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, კერძოდ, სამედიცინო პერსონალმა. ნიღბების ტარება არ არის რეკომენდებული დაუინფიცირებელი ანუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის!

რუსი პედიატრი დიმიტრი მაქსიმოვი კი პოპულარული ენით ხსნის:

“კორონავირუსი ვერ ცოცხლობს მშრალ მდგომარეობაში და ამიტომ იგი გადადის სისველის საშუალებით. ვირუსი უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე – თვალში, ცხვირში, პირში. სხვა შემთხვევებში, ვირუსი სამ დღეში კვდება გამოშრობისაგან. აი რატომ არის საჭირო, ცხვირი მოვიხოცოთ, სახე და ხელები ვიბანოთ, რაც შეიძლება, ნაკლებად შევეხოთ ხელით სახეს.

ვირუსის გავრცელება უპირატესად აეროზოლური გზით მიმდინარეობს. კორონავირუსის შემცველი აეროზოლი, ღია სივრცეში, ჰაერზე, ადვილად იფანტება (იშლება). შეგიძლიათ, მშვიდად ისეირნოთ ქუჩაში, ასე დაავადების შანსი ნულის ტოლია. არ არის საჭირო ნიღბის ჩამოცმა, რადგან ორგანიზმი თავისით უმკლავდება მოხვედრილ მიკრობებსა და ვირუსებს – ლორწოს გამოყოფით, რომელსაც ჩვენ იოლად ვიცილებთ ამოხველებისა და ცხვირის მოხოცვის გზით. ნიღაბი ამ ლორწოს აჩერებს და, შესაბამისად, საშიში მიკრობები და ვირუსები ეჭიდებიან ნიღაბს და თქვენში რჩებიან. უმჯობესია, ჰაერში “გაფრინდნენ”, ვიდრე თქვენთან იყვნენ. სხვა საქმეა დახურულ შენობაში. მაგრამ აქაც, პირველ რიგში, ნიღბის ჩამოცმა ესაჭიროება დასნეულებულს, რათა მან სხვებს არ გადასდოს დაავადება”.

 

წყარო: ge.news-front.info

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა