|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექიმების ვაქცინაციის პროცესი იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო

ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება. დღეს პროცესს წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე უერთდება. ხვალიდან კი კიდევ ხუთ მუნიცუპალიტეტში დაიწყება აცრის პროცესი.

 დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისსში 80-მდე ექიმია აცრილი. გიორგიძე მედიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. იმერეთში 15 ვაქცინაციის პუნქტია. სულ შემოტანილია ასტრაზენეკას 5500 დოზა.

ავტორი: ნიუპრესი