ეროვნული სამოსის დღე კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნება
დღეს ეროვნული სამოსის დღე კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობით თბილისსა და 20-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.
18 მაისს მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.
ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებელის, მარი ონეზაშვილის განცხადებით, 18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს.
მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.
ავტორი: ნიუპრესი