|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

როგორც ეროვნულმა ბანკი განმარტავს, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.

 ცნობისთვის, რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული მოქალაქეებისათვის საბანკო სესხის პროცენტი. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა