|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია - კონკუტრენციის სააგენტო

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია, ამასთან ს გამოწერისას მითითება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, - ამის შესახებ  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.  

 

 მისივე ინფორმაციით,  კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი 2019 წელს დაიწყო და 2016-2020 წლის პერიოდი შეაფასა.

 

„შევარჩიეთ 6 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი სპეციალისტებთან ერთად, რომელიც საქართველოში გამოიყენება ყველაზე მეტად. ასევე, შევაფასეთ კანონმდებლობა, რამდენად არის ის თანხვედრაში კონკურენციის პრინციპებთან. რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივედით - ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი- დანიშნულების გამოწერისას მითითება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რაც აძვირებს მედიკამენტების მოხმარებას და მეორე - ხდება მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი ინიშნება“, - განაცხადა ლექვინაძემ.

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობა იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონკურენციას, უფრო მეტი კონკურენცია კი უზრუნველყოფს უკეთეს შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა