|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთი სიცოცხლე შემრჩენია და საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოო", - უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე ქუთაისელია

უკრაინაში ბახმუტის ბრძოლებში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი მიხეილ თევდორაძე ქუთაისელია. ის იყო გამოცდილი ჯარისკაცი,  საქართველოს ინტერესების დასაცავად იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

როგორც მისი მშობლები ამბობენ,  ქუთაისში ბოლოს ის ერთი წლის წინ იმყოფებოდა. მათი თქმით,  არ იცოდნენ იმ მან მიიღო უკრაინაში წასვლის  გადაწყვეტილება.  ეგონათ,  რომ გერმანიაში იყო  და  მოგვიანებით გაიგეს,  რომ უკრაინაში საბრძოლველად იყო წასული. 

"რომ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, ორი თვის შემდეგ გავიგე.  ტელეფონით რომ მელაპარაკებოდა, სამხედრო ფორმა არ ეცვა. ავადმყოფი მამა დამიტოვა, ცოლ-შვილი არ ყავდა და ამბობდა,  ერთი სიცოცხლე შემრჩენია და საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოო", - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

მიხეილ თევდორაძის ცხედარი  ბახმუტიდან  უკვე გამოყვანილია. თუ როდის მოხდება გმირი მებრძოლის სამშობლოში გადმოსვენება უცნობია. 2 ქართველი მებრძოლი უკრაინაში გუშინ დაიღუპა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა