ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს - შარლ მიშელი
ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ასევე ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ”, - განაცხადა მიშელმა.
ავტორი: ნიუპრესი