ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს გამოცდებზე არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ
როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ წელს გაფართოებულია მესამე საგნის არჩევანი და აბიტურიენტებს ისტორიის და მათემატიკის გარდა სხვა საგნების არჩევაც შეუძლიათ.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ავტორი: ნიუპრესი