"ეს არის ცივი კონკურენციის რეჟიმი დედაქალაქსა და მეორე ქალაქს შორის"
ეს არის ცივი კონკურენციის რეჟიმი დედაქალაქსა და მეორე ქალაქს შორის, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გია თევდორაძემ, რითაც ის საქართველოს კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ჩანაწერის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.
თევდორაძის განცხადებით, ქუთაისისათვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში ქალაქი განვითარების პერსპექტივას კარგავს.
ის ყველა პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებს ქუთიასის ინტერესებისათვის გააქტიურებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს ერთი და ორი პარტიის თემა არაა და ეს საკითხი ზეპარტიული უნდა გახდეს.
პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, საკითხი პარლამერნტის რეგლამენტით დარეგულირდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე




13:08
11:18
11:17
11:11
















