|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის საოცრება, ფესტივალი, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა ქალაქი"

ქუთაისში პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოპერის თეატრის 50-ე სეზონს დაემთხვა, რომელიც ხვალ სპექტაკლით "სოფლის ღირსება" გაიხსნება. რაც შეეხება ფესტივალს, 16 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემებრს გალა-კონცერტით დასრულდება.

დღეს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წინა საფესტივალო პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეების შესახებ ისაუბრეს.

"ეს არის საოცრება, ფესტივალი, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა ქალაქი. თავდაუზოგავი შრომის შედეგად ფესტივალი შედგა და წარმატებით ჩაივლის. მასში მონაწილეობენ საოპერო ვარსკვლავები და გვიხარია, რომ ქუთაისი უმასპინძლებს მათ"- განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ.

ფესტივალში ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობენ.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან ქუთაისის მერია, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე და საერაშორისო ფონდი "მსოფლიო ტალანტები".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი