ეს არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისათვის ბრძოლა - კაკო ბობოხიძე
ეს არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისათვის ბრძოლა და გუშინ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა დაიპყრო თბილისი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც თბილისში 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნიშანდობლივია რომ ბრბომ იერიში ევროკავშირის დროშაზე მიიტანა.
„მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად დაინახავს, რომ არაფერ შუაში იყო რომელიმე უმცირესობის თემა, აქ ბრძოლა მიდის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ. ეს იყო ბრბო, რომელმაც პირველ რიგში, იერიში მიიტანა ხელისუფლებასთან კონფლიქტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებზე, ხელისუფლების ოპონენტ მედიასაშუალებებზე და რაც ყველაზე უფრო მნიშნელოვანი და მთავარია, ევროკავშირის დროშაზე. ეს არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისათვის ბრძოლა და გუშინ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართულმა ფილიალმა დაიპყრო თბილისი“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ავტორი: ნიუპრესი