|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის საშუალებითაც ნიჭიერ ახალგაზრდებს აქვთ მოტივაცია იყვნენ უფრო აქტიურები და მონდომებულები“-ნატალი პატარიძე

 ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრი“ თიბისი ბანკის სოციალური პროგრამით 2019 წლიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში არაერთ ახალგაზრდას დაუფინანსდა არაფორმალური განათლების პროგრამა და სხვადასხვა ღონისძიება.

თიბისის ბანკის სტიპენდიის პროგრამით სულ „ახალგაზრდული ცენტრის“ 26 მოსწავლე დაფინანსდა. დაფინანსების შემდეგ  ახალგაზრდები უფრო მოტივირებულები და მიზანდასახულები გახდნენ.

 პროექტის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე საუბრობს. მისი თქმით, თიბისი ბანკის ეს ინიციატივა დასაფასებელი და საჭირო საქმეა ნიჭიერი ახალგაზრდების წასახალისებლად.

„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის საშუალებითაც ნიჭიერ ახალგაზრდებს აქვთ მოტივაცია იყვნენ უფრო აქტიურები და მონდომებულები. დასაფასებელი და მისასალმებელია თიბისი ბანკის ეს მხარდაჭერა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის, რათა უფრო მეტად წავახალისოთ განათლება და მეტი განვითარებისკენ ვუბიძგოთ საზოგადოებას“, -ამბობს პატარიძე.

წელს, თიბისის სტიპენდიატების პროგრამით ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ 5 მოსწავლე დაფინანსდა. მათი არაფორმალური განათლების დაფინანსება  უმიშვნელოვანესი და ერთ-ერთი მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 

მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. თიბისი ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატია 13 წლის მარიამ კლდიაშვილი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში სწავლობს. მარიამი ხელოვნების დარგს სწავლობს და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში.

„ჩემთვის ძალიან საამაყოა ვიყო თიბისი ბანკის სტიპენდიატი და მიხარია რომ ვარ ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლე და ვარ. პროექტის დახმარებით მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ასეთი პროექტების არსებობა ჩვენ თინეიჯერებს გვაძლევს მოტივაციას უფრო ფართო მასშტაბებზე ვიფიქროთ და გვქონდეს იმედი ჩვენი იდეებისა და შემოქმედების რეალიზების მხარდაჭერის“,-ამბობს კლდიაშვილი.

პროექტის არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების სამომავლო პროფესიის ჩამოყალიბებაში. თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

 

 

ფოტოზე: მარიამ კლდიაშვილი

 

[R]

ავტორი: ნიუპრესი