|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა" - იოსებ ხახალეიშვილი

„ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს მათი ხელწერაა,"-ასე ეხმაურება ქუთაისის მერი ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მერიის შენობაში შეჭრის მცდელობას.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს.

,,ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის წინ  „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების აქცია იმართებოდა, რის შემდეგაც ისინი მერიაში შეწრას შეეცადნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა 6 აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდ გათავისუფლების მოთხოვნით აქტივისტები კომენდანტის საათის დრის მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.

ავტორი: ნიუპრესი