|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს საზოგადოება ტაშს უკრავს აგრესიას" -გიორგი მარგველაშვილი

 ეს საზოგადოება ტაშს უკრავს აგრესიას. ამ საზოგადოებას ბევრად კარგად ესმის გინებით ნათქვამი, ვიდრე მშვიდად ნალაპარაკები- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას. 

პრეზიდენტის თქმით, პრობლემას მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს.

"ძალადობა არის არც მანდატურის, არც მასწავლებლის, არც მთავრობის, ძალადობა არის საზოგადოების პრობლემა. ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ძალადობას გააჩერებს, მანდატური, მასწავლებელი, პოლიცია და ხელისუფლება, ელემენტარულად არ უნდა, რომ ამ რეალობას შეხედოს. ის აგრესიის კულტი, კულტი ერთმანეთის შეურაცხყოფის, ის პოპულარობა, რომელსაც იძენენ პეროსნაჟები, რომლებიც არიან უარყოფითი და დამთრგუნველი რიტორიკის, ქმედების, გამომეტყველების მატარებლები - ეს ფაქტია ჩვენი საზოგადოების. ვინმეს თუ უნდა გაქეცეს, ამოეფაროს და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხედოს ამ ყველაფერს, მას ელემენტარულად არ უნდა პრობლემის დანახვა. ეს საზოგადოება ტაშს უკრავს აგრესიას. ამ საზოგადოებას ბევრად კარგად ესმის გინებით ნათქვამი, ვიდრე მშვიდად ნალაპარაკები. ამ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება და მიდრეკილება ღრიალის მიმართ. ქალთა ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ქალები ის დედები არ არიან, რომელთა შვილებიც შემდეგ სკოლებში მიდიან?! დავინახოთ, ვაღიაროთ ეს პრობლემა. ნუ ამოვეფარებით კლასიკურ განმარტებას, რომ მთავრობამ მიხედოს. მთავრობა რისთვისაა დაქირავებული, რომ ჩვენ გვემსახუროს და ჩვენ მიერ მიცემული შეკვეთა შეასრულოს და ბღავილით რომ უყვირი ამ მთავრობას და აგრესიულად რომ ელაპარაკები მასაც, მასწავლებელსაც, შენი ოჯახის წევრსაც, შვილსაც, ეს გადადის ბავშვზეც და ყველაზეც", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ახალგაზრდებთან  შეხვედრა გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ინიციატივით, პლატფორმის “დიალოგი მომავალ თაობასთან” ფარგლებში გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი