"ეს ხელისუფლება ძეგლს უხსნის კაჩინსკის და მე კაჩინკისთან ჩასვლის გამო მასამართლებენ" - სააკაშვილი
ეს ხელისუფლება ძეგლს უხსნის კაჩინსკის და მე კაჩინკის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასვლის გამო მასამართლებენ, - ამის შესახებ საქართვბველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. პიკაჯების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებით, ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში. სწორედ თბილისში ჩაიდინა მან თავისი ჩამოსვლით გმირობა, თბილისში ჩამოსვლით გაწირა მან მოგვიანებით სმოლენსკში თავი.
„რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩემი ახლო მეგობრის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს, მე რომ ჩავედი პოლონეთში. ეს ეპიზოდები ჩადებულია „პიჯაკების საქმეში“ და ამისთვისაც აპირებენ რომ 11 წელი მომისაჯონ. ასეთი აბსურდის თეატრი მსოფლიოში იშვიათად ვინმეს უნახავს. ეს ხელისუფლება ძეგლს უხსნის კაჩინსკის და მე კაჩინკის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ პატიმრობის ვადა.
მე გავზარდე ქვეყნის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი