ევროკავშირი ახალგაზრდობის დასაქმების ხელშესაწყობად ახალ პროექტებს იწყებს
დღეს ევროკავშირის EU4Youth ინიციატივის ფარგლებში საქართველოში სამი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. სამივე პროექტი უკვე მუშაობს ახალგაზრდებთან დასაქმების შესაძლებლობის ამაღლების, უნარ-ჩვევების განვითარებისა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნის შემდეგ, ვიზიტად მყოფმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელმა ლოურენს მერედიტმა ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის EU4Youth პროგრამა საქართველოში. ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერის ახალი პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებ 2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეთანხმდნენ. მხარდაჭერის მიზანია რეგიონში ახალგაზრდობის მხარდაჭერა და განათლება.
გახსნის ცერემონიალზე ლოურენს მერიდიტმა განაცხადა: "ევროკავშირის მხრიდან ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფით ჩვენ ახალგაზრდობას ვეხმარებით საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და მომავალ ლიდერებად და მეწარმეებად ჩამოყალიბებაში“.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამი პროექტი ეხმარება ქართველ ახალგაზრდობას - განსაკუთრებით დაუცველ ახალგაზრდებს - დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებით და შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებით. პროექტების განხორციელება 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და დღეს შესაძლებელი გახდა მათი ძირითადი აქტივობების და რამდენიმე შედეგის პრეზენტაცია:

- პროექტი EU4Youth: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის, ხორციელდება Save the Children მიერ. დაიწყო ყოვლისმომცველი შრომის ბაზრის შეფასება იმის დასადგინად, თუ რომელი უნარები და პროფესიებია ყველაზე უფრო მოთხოვნადი, რას გვთავაზობს განათლების სექტორი და რამდენად შეესაბამებიან ახალგაზრდები საერთო სურათს. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ვაკანსიების ძიების ორგანიზებას, მცირე გრანტებს ახალგაზრდებისთვის საწყისი დაფინანსების სახით და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარებას.
- EU4Youth: პოტენციალის გაძლიერება დასაქმების უკეთესი პერსპექტივისთვის ხორციელდება დანიის წითელი ჯვრის მიერ. პროექტი ინტერვიუებს ატარებს საქართველოს ხელისუფლებასთან, კომპანიებთან და შრომის ბაზრის ორგანიზაციებთან ახალგაზრდობის საკითხებზე პარტნიორობის გაძლიერების ან ჩამოყალიბების მიზნით. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს მეწარმეობის სწავლების სქემებს, ლიდერობის აკადემიის შექმნას და ტრენინგებს ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხებზე.
- EU4Youth: SAY YES-Skills for jobs ხორციელდება World Vision-ის მიერ; პირველი ძალისხმევები მიმართულია ახალგაზრდობის სფეროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვაზე. სხვა დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს 23 ახალი SKYE (უნარ-ჩვევები და ცოდნა ახალგაზრდობის ეკონომიკური გაძლიერებისათვის) კლუბის ჩამოყალიბებას, არაფორმალური დასაწევი (catch-up) პროგრამების შექმნას სკოლის ნაადრევი მიტოვების შემთხვევაში, პროფესიული განათლებისა და სწავლების პროგრამების შემუშავებას მაგ. სასოფლო სამეურნეო და აგროტურიზმის სფეროსთვის.
მოკლე ცნობები:
2017 წლის ნოემბერში გამართულ ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დამტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ‘20 შედეგი 2020 წლისთვის’, რომლებიც ფოკუსირებულია თანამშრომლობაზე მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად. სამიტის დეკლარაციაში გამოკვეთილი ძირითადი შედეგები მოიცავს ახალგაზრდობის და განათლების ახალ პაკეტს.
ახალგაზრდობის პაკეტის (Youth Package) ბირთვია EU4Youth პროგრამა (ამჟამად € 20 მილიონი, მეორე ეტაპი (10 მილიონი ევრო) მომზადების პროცესშია). პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას, აქტიურ ჩართულობას საზოგადოებაში და ეკონომიკაში მათი უნარ-ჩვევების განვითარების და მომავალ ლიდერებად და მეწარმეებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობის მეშვეობით. პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან:
1. შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და /ან კერძო კომპანიებისთვის, ასევე ახალგაზრდული სექტორის მუშაკებისა და ლიდერებისთვის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. შეირჩა 53 პროექტი, მათ შორის 20 პროექტი სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებისთვის და 15 პარტნიორობა მეწარმეობისთვის;
2. გრანტების სქემა, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდების განათლების და დასაქმების პერსპექტივებს რეგიონალური გრანტების მეშვეობით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაუცველ ჯგუფებს. ახლახანს ხელმოწერილ რეგიონულ გრანტებს შორის არის შემდეგი ინიციატივები:
a. ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება გრანტების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, მათ შორის კონკრეტულ სექტორებში (მაგალითად, სოფლის მეურნეობა);
b. უკეთესი განათლება და უნარები შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში გრანტის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული უნარების მქონე ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდას, ასევე მათი ფორმალური და არა ფორმალური განათლების შესაძლებლობების გაძლიერებას;
c. თანამშრომლობის ჩამოყალიბება სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებსა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს უწყობს დარგობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.
3. კოორდინაციის კომპონენტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდობაზე ფოკუსირებით თანამშრომლობის გაღრმავებას პროგრამის კომპონენტებს შორის, ასევე ევროკავშირის EU4Youth პროგრამასა და სხვა აქციებს შორის და EU4Youth პროგრამისთვის თანმიმდევრული კომუნიკაციისა და თვალსაჩინოობის უზრუნველყოფას.
EU4Youth პროგრამის მოკლე მიმოხილვას იხილავთ ბმულზე: http://www.euneighbours.eu/en/ east/eu-in-action/projects/ eu4youth .
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო EU4Youth სამი პროექტი და მათი აქტივობები საქართველოში. ევროკავშირის საერთო დაფინანსება ამ პროექტებისთვის შეადგენს € 4.2 მილიონ ევროს (რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთს, უკრაინას და ბელარუსიას).

EU4Youth პროგრამის მოკლე მიმოხილვას იხილავთ ბმულზე: http://www.euneighbours.eu/en/
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო EU4Youth სამი პროექტი და მათი აქტივობები საქართველოში. ევროკავშირის საერთო დაფინანსება ამ პროექტებისთვის შეადგენს € 4.2 მილიონ ევროს (რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთს, უკრაინას და ბელარუსიას).
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა