ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს - სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი ევრიკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლისთავს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
"დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 7 წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ახლა მზადაა მეტისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისათვის", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველომ ხელი 2014 წლიოს 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა.
ავტორი: ნიუპრესი