|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპა ჩვენი სახლიას? წევრები ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს

შულავერლებისგან საჩუქარი მივიღე - 1000 ლარიანი ჯარიმის ოქმი, ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, - ამის შესახებ ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ის და გია გოქაძე, ააიპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" მიერ 8 აგვისტოთი დათარიღებული ჯარიმის ოქმი 7 აგვისტოს ორგანიზაციის წევრებისგან ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრას უკავშირდება.
 თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ქუთაისის მერს მოუწევს ამ ცინიზმის გამო პასუხისგება. 
 
"შულავერლებისგან საჩუქარი მივიღე. 1000 ლარიანი ჯარიმის ოქმი,  ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, რაზეც მტკიცებულებად ჩვენს მიერ გავრცელებული ფოტოებია დართული.
ოქმში ნათქვამია: "7 აგვისტოს მოქალაქე თორნიკე ბარათაშვილმა თვითნებურად მოახდინა თეთრ ხიდის მიმდებარედ სტიკერების განთავსება."  ოქმი 8 აგვისტოსაა ამოწერილი. მეტი რა შეიძლება ითქვას ამ ცინიზმზე, რომლის მიხედვითაც მე და ჩემი მეგობრები გამოვდივართ კანონდამრღვევები და ეს კორუმპირებული რუსეთის ჩექმის მლოკავები მათ მიერ განადგურებულ თეთრ ხიდს ჩვენგან იცავენ, რუსეთზე აუგის თქმისგან , 7, 8 აგვისტოს..
 
მერიას და მის ძალით გათრეულ თვითმარქვია აღმასკომის თავმჯდომარეს ყველა გვერდზე დაბლოკილი ვყავარ, თუმცა ამას მაინც წაიკითხავს. - იოსიფ, მოვა დრო და ამას დიდხანს არ დააგვიანდება, რუსების ჩექმის ლოკვის გამო რომ თავს ვერ გამოყობ გარეთ, იტყვი,  რომ გავალებდნენ და შენგან არ მოდიოდა, თუმცა გვიან იქნება", - წერს თორნიკე ბარათაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ჯარიმის ოქმის ფოტოს აქვეყნებს. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა