ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს.
"ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; ასევე მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ „ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
კენჭისყრაში 566-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოსთან დაკაშირებით კრიტიკულ რეზულიციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა.
ავტორი: ნიუპრესი