|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

დღეს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. გახსნით შეხვედრაში, საფრანგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ”სტად დე ფრანსზე” ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ბოლო ორი ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი ითვლება ესპანეთთან და გერმანიასთან ერთად. ფავორიტთა შორის სპეციალისტები ასევე მოიხსენიებენ ინგლისს, ბელგიას იტალიას და პორტუგალიას.

ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
A ჯგუფი - საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი;
B ჯგუფი - რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი;
C ჯგუფი - პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა;
D ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი;
E ჯგუფი - შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია;
F ჯგუფი - ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანერმა რადიოსადგურ RTL-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ”ევრო-216”-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.

პატრიკ კანერის თქმით, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ”ევრო-2016”-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.

ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი