ევროპული მომავალი ქუთაისის და მთელი საქართველოს არჩევანია - ხატია დეკანოიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ქუთაისში ადგილობრივებს შეხვდა და მათ ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ესაუბრა.
დეკანოიძის თქმით, ევროპული მომავალი ქუთაისის და მთელი საქართველოს არჩევანია.
"ჩვენ დღეს გვაქვს ქუთაისელებთან შეხვედრა, კამპანია, რომელიც გულისხმობს ევროპაზე საუბარს, რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა საქართველოში. ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას, ევროპა ნიშნავს სიმდიდრეს ყველა ოჯახის, ევროპა ნიშნავს მშვიდობას პირველ რიგში. ქუთაისის ყველა მოქალაქეს, რეალურად გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროპაა არის ის, ადგილი, რომელიც არის ნამდვილად ქუთაისის და მთელი საქართველოს ისტორიული არჩევანი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ნიუპრესი