"ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმდა
"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის " ლიდერებმა ხელი სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს.
შეთანხმება ბრიუსელში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე გიგი უგულავა ავრცელებს.
"მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:
1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა"- წერს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
ავტორი: ნიუპრესი