|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავუბრუნოთ პარლამენტი ქუთაისს, ეს ქალაქისათვის დიდი პერსპექტივა იყო" - ოთარ კახიძე

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ქუთაისში ოფისი გახსნა. კახიძემ საარჩევნო პროგრამაზე და ქუთაისთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

"ახალი ენერგია ქუთაისისთვის", ამ დევიზით ქუთაისისთვის პერსპექტივის დასაბრუნებლად იბრძოლებს. მისი თქმით, პარლამენტის დაბრუნებასთან ერთად მნიშვნელოვანია, აეროპორტის სრულად ამუშავება და სამუშაო ადგილების შექმნა.

"ჩვენ არ გვაქვს ოცნებები, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც განხორციელებადია. ჩვენი მიზანია, პარლამენტი დავუბრუნოთ ქუთაისს. ეს ქალაქისთვის დიდი პერსპექტივა იყო. ქუთაისი არ არის გასტროლებზე სასიარულო, დეპუტატებმა აქ უნდა იცხოვრონ. უნდა ამუშავდეს აეროპორტი და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა