|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ექვთიმე ღვთისკაცის" ქუთაისური პრემიერა [PHOTO]

ქუთაისში კინო "საქართველოში" ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენება გაიმართა.

ფილმის პრემიერა თბილისში 25 იანვარს მოეწყო,  შემდეგ კი ჩვენება რეგიონებში გაგრძელდა, გორის შემდეგ ფილმის ჩვენება ქუთაისში გაიმართა.  "ქუთაისური პრემიერა" ექვთიმეს გარდაცვალების დღეს დაემთხვა.

ფილმის ჩვენება კინო საქართველოს ოთხ დარბაზში ერთდროულად მოეწყო.

ფილმის დაწყებამდე მაყურებელს შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. მათ მთავარი როლის შემსრულებელი რეზო ჩხიკვიშვილი მოგვიანებით შემოუერთდა, რომელმაც მაყურებელს ფილმის დასრულების შემდეგ სიტყვით მიმართა.

 ფილმის რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის განცხადებით, ფილმის გადაღება შესაძლებელი გახდა ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით: "7 ათასამდე ადამიანი - ქველმოქმედი, შემოქმედი და რამდენიმე პატრიოტი ორგანიზაცია შემოუერთდა ამ ფილმის გადაღებას,  რომლებმაც ჩათვალეს, რომ ექვთიმეს ცხოვრება ეკრანზე უნდა გაცოცხლებულიყო. როგორც ექვთიმემ შემოიარა საქართველოს ყველა ქალაქი და კუთხე, ასევე მოგზაურობს ეს ფილმიც, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისში ვარ, ასეთი კინოთეატრი გაქვთ, რომლის მსგავსი თბილისში არ არის",-განაცხადა ნიკოლოზ ხომასურიძემ. 

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე მხარის გუბერნატორმა, ქალაქის მერმა და ქუთაისის მაჟორიტარმა გენადი მარგველაშვილმა.

ღონისძიებას ორგანიზება მერიის ააიპმა "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება" გაუწია. ექვთიმესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ასევე პირველ საჯარო სკოლასა და წერეთლის უნივერსიტეტში.

 

 

  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე, ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა