ფაბრიციო მანინიმ „ტორპედოს“ ახალი ფორმა, ვებსაიტი და მთავარი სპონსორი წარადგინა
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა, ფაბრიციო მანინიმ გუნდის ახალი ფორმა, ვებსაიტი და მთავარი სპონსორი წარადგინა.
„ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორი ონლაინ გაყიდვების საერთაშორისო კომპანია „ედენარო“ იქნება.
რაც შეეხება გუნდის ჩაცმულობას, ფორმები კვლავ შავ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, თუმცა, ახალი დიზაინით. დღესვე, კლუბის პრეზიდენტმა განახლებულ შემადგენლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის განახლების პროცესი ერთ კვირაში დასრულდება.
„ჩვენ შევიძინეთ დაახლოებით 10 ახალი ფეხბურთელი და დღეს წარმოგიდგენთ ახალ გუნდს. ერთ კვირაში დასრულდება ფებურთელების შეძენის პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოცნება, არამედ, რეალობად იქცევა და დავიკავებთ პირველ ადგილს. ნამდვილად მინდა, რომ ამ წელს მოვიგო"-განაცხადა ფაბიო მანინიმ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი