|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც ჩატარდეს

ფაიზერით“ ვაქცინაცია არა მხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიან განაცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.  ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

გაბუნიას განმარტებით, სინოვაკისა და სინოფარმის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მობილური ამბულატორიების გამოყენება.  

“მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა, რაც განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე სოფლის დონეზე. „ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ქრონიკულ ან მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, მათთან ვაქცინაციის ჯგუფი გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ავტორი: ნიუპრესი