"პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა." - მეუფე იოანე
ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემეირის მაგივრად ვერ გეტყვით, რატომ ამბობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა-განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ცხოვრება განსაცდელია და მას ხან ვხედავთ, ხან-ვერა.
"განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან-ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა. თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ სინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან, რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი"-განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე ტაძარში დაცული არიან თუ არა, პასუხობს: "ინტრიგნული კითხვები იცით ცოტა, აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავმდაბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით"- განაცხადა მეუფე მეუფემ.
პრემიერმა ერთი კოვზით ზიარების წესის შესახებ ორი დღის წინ ისაუბრა. "ვიტყვი, რომ ეს აშკარადაა, ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი