ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საველე შტაბი იმუშავებს [VIDEO]
ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საველე შტაბი იმუშავებს, რომლებსაც აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული შტაბი გაუწევს კოორდინაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, სპეცტექნიკის რაოდენობა გაზრდილია და მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის შედეგები თავს რეგიონულ შტაბში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში იყრის, რის შემდეგაც უკვე საველე სამუშაოების დაგეგმვა ხდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე სწორი ინფორმაციის მიტანა.
რეგიონული განვითარებისა და ინსრასტრუქტურის მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე წელს უფრო მომზადებულია.
მავნებლის წინააღმდეგ საველე სამუშაოების დაწყებას ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიას განმარტებით, დაგეგმილია სოფლის რწმუნებულებთან, მათ თემში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონები:
ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.
ავტორი: ნიუპრესი