|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფართოდ გავრცელებული გართულებები ორსულობის დროს

 

ორსულობების უმეტესობა სასიკეთო გამოსავლით მთავრდება, თუმცა გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინონ როგორც უშუალოდ ორსულობის დროს, ასევე მშობიარობისას. გართულების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ამცირებს რისკებს როგორც დედისთვის, ისევე ნაყოფისთვის.

 

იმისათვის რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო გართულებები, აუცილებელია დაორსულება მოხდეს გეგმიურად და თქვენს ექიმს აცნობოთ ყველანაირი ფონური დაავადებების შესახებ. ასეთი დაავადებებია:

 

  • დიაბეტი;
  • სიმსივნე;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სქესობრივად გადამდები ინფექციები;
  • თირკმლის დაავადებები;
  • ეპილეფსია;
  • ანემია.

 

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გართულებების რისკს შემდეგნაირია:

 

  • ორსულობა 21 წლამდე ან 35 წლის ზევით;
  • ისეთი კვების დარღვევები, როგორიცაა ანორექსია;
  • თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
  • აბორტების არსებობა წარსულში;
  • ორსულობა ორზე მეტი ნაყოფით.

 

ხშირად რთულია ორსულობის ნორმალური და საგანგაშო სიმპტომების ერთმანეთისგან დიფერენცირება, რადგან ისინი სწრაფად განიცდიან უკუგანვითარებას. მნიშვნელოვანია სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუკავშირდით თქვენს სპეციალისტს, რადგან ხშირად მარტივი მკურნალობით შესაძლებელია მოხდეს მათი კუპირება.

 

ხშირი გართულებები ორსულობის დროს შემდეგნაირია:

 

  • პრეეკლამფსია - მას ასევე უწოდებენ ტოქსიკემიას. ის ძირითადად დგება ორსულობის მე-20-ე კვირიდან და ხასიათდება მაღალი არტერიული წნევით და თირკმლის უკმარისობით. მისი უკუგანვითარების ერთადერთ მეთოდს მშობიარობა წარმოადგენს;
  • ნაადრევი მშობიარობა - შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით, თუმცა არსებობს მედიკამენტები მის შესაჩერებლად, რათა ნაყოფმა შეძლოს განვითარების დასრულება;
  • ანემია - ორსულობის ხშირი თანმდევი პროცესია, რომელიც გამოიხატება სისუსტეში, დაღლილობაში და სიფერმკრთალეში. რკინის და ფოლიუმის მჟავის დანამატების მიღებამ შესაძლოა გააუმჯობესონ მდგომარეობა;
  • ინფექცია - შესაძლოა საზიანო იყოს როგორც დედისთვის, ისევე ნაყოფისთვის. ისეთი ინფექციები როგორიცაა ციტომეგალოვირუსი, B ჯფუფის სტრეპტოკოკი, ტოქსოპლაზმა, ზიკა ვირუსი ასევე იწვევენ თანდაყოლილ ანომალიებს;
  • სისხლდენა - ორსულობის ხშირი გართულებაა, რომელიც რიგ შემთხვევებში ნორმად მიიჩნევა. აუცილებელია სპეციალისტის დაკვირვება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაადრევი მშობიარობა;
  • ექტოპიური ორსულობა - გულისხმობს განაყოფიერებას საშვილოსნოს გარეთ. ხშირად ამ ტიპის ორსულობების დადგენა ხდება მხოლოდ ორგანოს გახეთქვის შემდგომ, თუკი არ მოხდა მისი შემთხვევით აღმოჩენა, რადგან საშვილოსნო მენსტრუირებს და ორსულობაზე ეჭვის მიტანა არ ხდება. ხშირად ამ დროს საკვერცხეების ტკივილი სხვა პრობლემის სიმპტომად აღიქმევა ხოლმე;
  • ნაყოფის არასწორი განლაგება - სტატისტიკურად ორსულობების 4%-ში გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ის საკეისრო კვეთის ჩვენება ხდება;
  • პლაცენტა პრევია (იგივე პლაცენტის წინამდებარაობა) - მდგომარეობა როდესაც პლაცენტის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს ყელზე, რაც ბუნებრივი მშობიარობის წინააღმდეგჩვენებად მიიჩნევა მოსალოდნელი სისხლდენის გამო.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როდის უნდა მივმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. დაუყოვნებლივ დაეკონტაქტეთ ექიმს, თუ აღინიშნება:

 

  • სისხლდენა საშოდან;
  • ხელების ან სახის უეცარი შეშუპება;
  • მუცლის ტკივილი;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • ცხელება;
  • განუწყვეტელი პირღებინება.

 

იმისათვის, რომ შეძლოთ სპეციალისტთან დროული დაკავშირდება, დაიხმარეთ REDMED-ის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას.

 

ავტორი: